მოძრაობა #იყავიაქტიურისაქართველოში შეიქმნა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის, საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის, საქართველოს სპორტული ტურიზმის ალიანსისა და საქართველოს ეთნოსპორტის ფედერაციისა მიერ.

მოძრაობის მიზნებია:

  • საქართველოში მასობრივი სპორტის პოპულარიზაცია და პროპაგანდა;

  • ჯანსაღი ცხოვრების წესის ფორმირება;

  • კორპორატიული სპორტული კულტურის შექმნა;

  • სპორტული და აქტიური ტურიზმის განვითარება;

  • ტრადიციული სახალხო თამაშების აღორძინება;

  • სხვა სპორტული ფედერაციების ჩართვა მოძრაობაში;

  • ყველა დაინტერესებული პირის ინტეგრირება;

  • ამ სფეროში პროფესიონალთა მომზადება.

2017-2018 წელს, პროგრამის ფარგლებში ჩატარდა: 20 თემატური გარბენი, ასევე კორპორატიული ჩემპიონატები ჭადრაკში, ფეხბურთსა და კალათბურთში, ევროკავშირის პროექტი #დაიბრუნეშენიქუჩები და მსოფლიო სიარულის დღის ღონისძიებები. ასევე სპორტული ტურიზმის ორი საერთაშორისო კონფერენცია ,SportsWay'.